შინაარსზე გადასვლა

ტემერნიკის საბაჟოს ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტემერნიკის საბაჟოს ძეგლი
Памятник Темерницкой таможне
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
არქიტექტორი სერგეი ოლეშნია და ანატოლიდემენტიევი
მასალა ბრინჯაო
სიმაღლე 2,2 მ
გახსნის თარიღი 2010

ტემერნიკის საბაჟოს ძეგლი (რუს. Памятник Темерницкой таможне) — სკულპტურული ძეგლი, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა 2010 წელს დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი ეძღვნება ქალაქის დაბადებისა და ტემერნიკის საბაჟოს დაარსების შესახებ ბრძანების ხელმოწერის თარიღს (1749 წლის 15 დეკემბერი)[1]. ძეგლის დადგმა მოხდა ქალაქ დონის როსტოვის ადმინისტრაციის 2010 წლის 24 ნოემბერის № 890 ბრძანებულების შესაბამისად[2].

2010 წლის 15 დეკემბერს ქალაქის სანაპიროზე ოფიციალურად გაიხსნა ტემერნიკის საბაჟოს ძეგლი. ღონისძიება მიეძღვნა დონის როსტოვის დაარსების თარიღსა და ტემერნიკის საბაჟოს დაარსების შესახებ განკარგულების ხელმოწერის თარიღს. ქანდაკება დაამზადეს ნოვოროსიისკში დონის როსტოველი ხელოსნების მეთვალყურეობის ქვეშ. ძეგლის ავტორები არიან სერგეი ოლეშნია და ანატოლი დემენტიევი. ძეგლის დამზადებას მოუნდნენ 7 თვე[1].

2017 წლის 24 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძეგლი ნაწილობრივ დაზიანდა. არსებობდა ვერსია, რომ ძეგლი დაზიანდა ვანდალიზმის შედეგად, მაგრამ სინამდვილეში ძეგლი დაზიანდა ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად[3].

კომპოზიციის ცენტრშია საბაჟოს ოფიცრის ფიგურა, რომელსაც ხელში უჭირავს სავაჭრო წესდება, რომელიც დათარიღებულია 1731 წლით, ასევე მას აქვს სხვა დოკუმენტებიც, რომლებიც არეგულირებს საბაჟოს მუშაობას. ძეგლის შექმნისათვის კონსუტაციები მიმდინარეობდა ისტორიკოსებთან, რათა ძეგლის გარე ხედი მთლიანად მიმსგავსებოდა ისტორიულ პერიოდს[1]. ძრგლის სიმაღლეა 2 მეტრი და 20 სანტიმეტრი. დამზადებულია ბრინჯაოსაგან. დამონტაჟების პროცესი მიმდინარეობდა რამდენიმე საათის განმავლობაში[4].

ძეგლი დადგეს სანაპიროს ქუჩაზე № 15 სახლის პირდაპირ[2].